Accentnews.ge
დე-ფაქტო ცსკ საზოგადოებრივი აზრის კვლევის რუსულ სახელმწიფო ორგანიზაციას აფხაზური კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს

დე-ფაქტო ცსკ საზოგადოებრივი აზრის კვლევის რუსულ სახელმწიფო ორგანიზაციას აფხაზური კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს

24/01/2025 18:53:42 კონფლიქტები

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისია საზოგადოებრივი აზრის კვლევის რუსულ სახელმწიფო ორგანიზაციას აფხაზური კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს.

როგორც ცსკ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ВЦИОМ-ის მიერ აფხაზეთში საარჩევნო საკითხებზე კვლევის ჩატარება აფხაზურ უწყებასთან შეთანხმებული არ ყოფილა და შესაბამისად, არღვევდა აფხაზეთის კანონმდებლობას.

კომისიამ მოუწოდა მოსახლეობას, არ მიიღოს მონაწილეობა არც პირადი, არც სატელეფონო ინტერვიუების მეთოდით ჩატარებულ კვლევებში, თუკი მათი ჩატარების შესახებ განცხადება დე-ფაქტო ცსკ-ს არ ექნება გავრცელებული.

ცნობისთვის: რუსულმა სახელმწიფო კვლევითმა ორგანიზაციამ დღეს გავრცელებული განცხადებით აცნობა საზოგადოებას, რომ აფხაზეთში 18 წლიდან ასაკის 1643 რესპონდენტი გამოკითხა თემაზე, დე-ფაქტო პრეზიდენტობის რომელ კანდიდატს დაუჭერენ მხარს 15 თებერვლისთვის დაგეგმილ "საპრეზიდენტო არჩევნებზე". მისივე მტკიცებით, რესპონდენტთა პასუხების მიხედვით, 35% პროცენტით დამაჯერებლად ლიდერობს "პრეზიდენტის" მმართველი ძალის კანდიდატი ბადრა გუნბა, ოპოზიციონერ ადგურ არძინბას ხმათა მხოლოდ 15% აქვს, დანარჩენ კანდიდატებს - 7% და ნაკლები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S