Accentnews.ge
პროკურატურამ გიორგი გახარია დაზარალებულად სცნო

პროკურატურამ გიორგი გახარია დაზარალებულად სცნო

27/01/2025 07:27:00 პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“ ცნობით, პროკურატურამ პარტიის ლიდერი გიორგი გახარია დაზარალებულად სცნო.

მისივე ინფორმაციით, ადვოკატებს საქმის მასალებზე წვდომის საშუალება ექნებათ.

14 იანვარს ბათუმის სასტუმრო „შერატონში” „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ოპოზიციური პარტიის ლიდერს, ყოფილ პრემიერსა და შს მინისტრს გიორგი გახარიას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სამედიცინო შემოწმების შემდეგ გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა დაუდგინდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. მოგვიანებით გამოძიება პროკურატურას გადაეცა.

ამავე თემაზე: გიორგი გახარიამ ბათუმის „შერატონში“ მომხდარი ინციდენტი გაიხსენა: „გონება დავკარგე“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S