
აფხაზეთის "პრეზიდენტის" მოვალეობის შემსრულებელმა პუტინს ღია წერილით მიმართა
28/01/2025 12:51:17 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ პუტინს ღია წერილით მიმართა.
იგი არწმუნებს რუსეთის ლიდერს, რომ აფხაზეთის "პრეზიდენტობის" კანდიდატები "ერთხმად გამოხატავენ რუსეთთან ძმური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მხარდაჭერას, რუსულ მედიაში კი ფორმირდება უსაფუძვლო და შემაშფოთებელი პოლიტიკური დისკურსი, თითქოს აფხაზეთში არსებობენ გარკვცეული ძალები, რომლებიც ამ ურთერთობებისთვის ძირის გამოთხრას ლამობდნენ".
"მსგავსი მცდელობები, აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატები "პრორუსულად" და "ანტირუსულად" დაჰყონ, დამახინჯებულ წარმოდგენას ქმნის აფხაზური საზოგადოების თაობაზე და ნეგატიური გავლენა შეიძლება, იქონიონ აფხაზურ-რუსულ მეგობრობაზე. ამის გათვალისწინებით, გთხოვთ ყოველმხრივ მხარდაჭერას იმ პროცესების არდასაშვებად, რომელმაც შეიძლება, ავნოს ჩვენს მრავალწლიან მეგობრულ კავშირებს" - ნათქვამია ბგანბას წერილში.
ცნობისთვის: რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვლისთვისაა ჩანიშნული. რეგისტრირებულია "პრეზიდენტობის" ხუთი კანდიდატი. მათ შორის არიან გასული წლის ნოემბრის იმ საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე ოპოზიციონერებიც, რომელთა შედეგად დე-ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ თანამდებობა დატოვა. რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში მათ წინააღმდეგ შავი პიარია აგორებული. ამასთანავე, ორ აფხაზ ოპოზიციონერ ლიდერს მოსკოვმა რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვა "აფხაზეთში რუსეთის სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებების" საბაბით.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021