29-01-2025 10:55:57 პოლიტიკა ,ციტატა
"შიმშილობის მე-18 დღე ძალიან საგანგაშოა. გადაადგილების პრობლემა გარდაუვალია. ჩემ სანახავად რომ მოდიოდნენ ძალას ვიკრებდი ჯდომისთვის და მერე საათები ტაქიკარდიას, ამოვარდნებს ვებრძოდიექიმმა გამაფრთხილა, რომ თირკმელი შეიძლება გაჩერდეს და ვარკვევდი დიალიზით ცხოვრების სცენარებსკოორდინაცია ირღვევაპერიოდული დერეალიზაციაღებინებააღქმის შენელებაეს მხოლოდ ნაწილია და არასამედიცინო შეგრძნებების დონეზე ახსნილი უბრალოდ. მე უამრავი მეგობარი და ექიმი მყავდა გარშემო. ასევე ტვში ვჩანდი. მზია არის შეურაცხყოფილი, ჩაკეტილი და სამედიცინო შეფასების გარეშე. ჩემთვის რომ გეკითხათ მხნედ ვიყავი მეც, მართლა ასე ვგრძნობდი თავს. მოეშვით მარჩიელობას, სასწრაფოდ გამოუშვით!ბოდიშს ვიხდი ჩემი ჯანმრთელობის დეტალებზე საუბრისთვის, მაგრამ რადგან ხილული არაა მზიას შიმშილობა, ვალდებულად ვთვლი თავს გაგიზიაროთ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ძალიან საშიში ზღვარია ეს დღეები უკვე",- წერს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია.
ცნობისთვის: მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი უკვე მე-18 დღეა შიმშილობს.