დიდი ოდენობის უაქციზო თამბაქოს შენახვისთვის ორი პირი დააკავეს

29-01-2025 11:08:14 სამართალი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქვემო ქართლის რეგიონში, დიდი ოდენობის უაქციზო თამბაქოს შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავა.

უწყების თქმით, საცხოვრებელი სახლებიდან, ჯამში 83 500 სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი ამოიღეს - მათი საბაზრო ღირებულება მთლიანობაში 403 600 ლარს შეადგენს

დანაშაული 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირთა ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებიდან, ამოღებულ იქნა, სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 83 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს 403 600 ლარს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8-წლამდე ვადით". - წერია განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები