"ქართული ოცნება" ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს

29-01-2025 22:48:34 პოლიტიკა

ევროსაბჭოს მიერ რეზოლუციის მიღების შემდეგ "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს.

"ქართული ოცნების" გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება არის დამტკიცებული, დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში... ასამბლეაში ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის მონაწილებას არანაირი აზრი და გამართლება არ აქვს", - თქვა წულუკიანმა.

მისივე განმარტებით, საქართველო, როგორც ქვეყანა, ევროპის საბჭოს წევრად რჩება, ხოლო საპარალმენტო ასამბლეაში მონაწილეობა "უსამართლო დამოკიდებულების შეცვლის შემდეგ გავაგრძელებთ, როცა დასრულდება შანტაჟი",- დასძინა წულუკიანმა.

PACE-მ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ახალი არჩევნების ჩატარებისკენ და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები