30-01-2025 13:00:20 პოლიტიკა ,ციტატა
"ეს არის გმირი ქალი, ჟურნალისტი, მართლა პატრიოტი, რომელიც კეთილსინდისიერად ემსახურება ამ სახელმწიფოს ინტერესებს, თავისუფალ ჟურნალისტიკას და ხალხს. დარწმუნებული ვარ, მის სტატიებს, მისი გამომცემლობის აქტიურობას ბევრი ადამიანი ჰყავს გადარჩენილი საფრთხეებს...მზია ამაღლობელმა გააგებინა ცოტნე ანანიძის ამბავი საქართველოს, რომელიც დღეს არის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე და დუმს, ჩემდა სამწუხაროდ, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ და ეს ის ადამიანი არ არის, რომელიც ძალიან აქტიური და მებრძოლი იყო - რაღაც სისტემის ნაწილი გახდა. კიდევ ერთხელ ვთხოვ, არა ჩვენს გამო, მზია ამაღლობელის გამო, იმ ადამიანის გამო, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ წინა სისტემას, მაგალითად, რიჟვაძის მამას არ გაეჭყლიტე ბოლომდე და იმ სისტემას არ გაეჭყლიტე, ვისთან ერთადაც ხარ აჭარის უმაღლეს საბჭოიში, რადგან 10 კაცში 7 იმ სისტემას წარმოადგენს. მზიას გამო გაინძერი! არ გეუბნები ჩემს გამო ან იმ ხალხის გამო, ვისაც ბესელია - ვანო მერაბიშვილის ფავორიტი პოლიციელი ყოველდღიურად ატერორებს! მზიას გამო, რომელმაც შენი თემა ბოლომდე გაიტანა და მინიმუმ უსაფრთხოება გქონდა - რაღაცნაირად დაცული იყავი იმ პროცესში. მზიას გამო ზუსტად ისე, როგორც თვითონ გედგა გვერდში! თან ვალდებულებაც გაქვს - კომიტეტის თავმჯდომარე ხარ",- მიმართა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ლევან გოგიჩაიშვილმა ცოტნე ანანიძეს.
მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი საპატიმროში მე-19 დღეა შიმშილობს პროტესტის ნიშნად.