Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე ერევანში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ერევანში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

30/01/2025 12:20:12 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე ერევანში ვიზიტისას სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

კობახიძის ადმინისტრაციის ცნობით, პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა „ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას“.

დაგეგმილია „ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-14 სხდომა“. მათ ამ სხდომაზე განსახილველ საკითხებზეც ისაუბრეს.

„ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას და სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობას. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს დიალოგს და წვლილი შეიტანოს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში, რაც აუცილებელია ქვეყნების შემდგომი განვითარებისთვის“, - იუწყება პრეს–ცენტრი.

მისივე ცნობით, „მხარეებმა გაუსვეს სხვადასხვა ფორმატში ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის დიალოგს და მრავალ სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას, რაც ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას უწყობს ხელს“.

„შეხვედრისას აღინიშნა, რომ მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მომდევნო სხდომა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაფართოებას და ამ კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე ცნობებით, ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანი „ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S