
მოსკოვიდან სოხუმში ახალი კურატორი - სერგეი კირიენკო ჩავიდა
31/01/2025 11:04:17 კონფლიქტები
სოხუმს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო სტუმრობს.
მის ვიზიტამდე სოცქსელების ადგილობრივ სეგმენტში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კირიენკოს პუტინის მთავრობაში აფხაზური მიმართულების კურირება დაევალა.
რუსი სტუმარი უკვე შეხვდა დე-ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ვალერი ბგანბას. შეხვედრას ესწრებოდა რუსეთის „ელჩი აფხაზეთში“ მიხეილ შურგალინიც.
"ბგანბამ და კირიენკომ განიხილეს შემდგომი ურთიერთქმედება და აფხაზეთ-რუსეთის პარტნიორობის საკითხები, ასევე გაცვალეს სუვენირები", - ნათქვამია დე-ფაქტო პრეზიდენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის: 15 თებერვლისთვის რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული. ანალიტიკოსები მოსკოვის ფავორიტად ბადრა გუბნას მიიჩნევენ.
სერგეი კირიენკო 1962 წელს სოხუმში დაიბადა. მოგვიანებით ოჯახი რუსეთში გადასახლდა. ბორის ელცინის პრეზიდენტობის პერიოდში,1998 წლის 24 აპრილიდან 24 აგვისტომდე კირიენკო იყო რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარე, 2005-დან 2016 წლამდე ეკავა კორპორაცია "როსატომის" გენერალური დირექტორის თანამდებობა, ხოლო 2016 წლის 5 ოქტომბრიდან რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილეა.
2022 წლიდან "აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის" მიმართულებას პუტინის ადმინისტრაციაში ალექსანდრ ნოვაკი კურირებდა, კიდევ უფრო ადრე - მარატ ხუსნულინი.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021