რუსულ თვითმფრინავში, რომელიც თბილისი-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, გაუმართავობის სიგნალი ამოქმედდა

03-02-2025 00:23:21 სხვა

რუსული ავიაკომპანია "აზიმუტის" თვითმფრინავში, რომელიც 2 თებერვალს თბილისი-პეტერბურგის რეისს (А47040) ასრულებდა, გაუმართავობის სიგნალი ამუშავდა. მიუხედავად ამისა, თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტში, - იტყობინება ავიაკომპანიის პრეს-სამსახური.

"აზიმუტის" წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ, თუ რა სახის გაუმართავობაზეა საუბარი.

2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის ფედერაციას სანქციები დაუწესეს, რამაც მნიშვნელოვნად იმოქმედა რუსულ საავიაციო ინდუსტრიაზე. 2024 წლის ბოლოსთვის რუსეთში საავიაციო ავარიების რაოდენობამ ანტირეკორდი დაამყარა: 11 თვეში დაფიქსირდა 208 საავიაციო ინციდენტი, რაც 30%-ით მეტია, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები