Accentnews.ge
გიორგი ოკმელაშვილს 5 წელი მიუსაჯეს

გიორგი ოკმელაშვილს 5 წელი მიუსაჯეს

03/02/2025 12:00:36 სამართალი

„აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე გიორგი ოკმელაშვილს, რომელსაც პოლიციელზე ძალადობას ედავებოდნენ, 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.

გიორგი ოკმელაშვილი 2024 წლის 15 მაისს დააკავეს. მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. ეს გულისხმობს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელზე თავდასხმას.

პროკურატურა ოკმელაშვილს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველ ნაწილსაც ედავებოდა (ნარკოტიკული საშუალებების შენახვა), თუმცა 15 იანვრის სასამართლო სხდომაზე მას ეს ბრალი მოეხსნა, რასაც პროკურორი დაეთანხმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ გამოთქვამს ვარაუდს, რომ სასამართლო შეგნებულად აჭიანურებდა 2024 წლის გაზაფხულზე დაკავებულების, „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეების საქმეების განხილვას. საიას შეფასებით, ეს უკავშირდებოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვადის ამოწურვას, რათა მას არ შეეწყალებინა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების დროს დაკავებულები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S