ტოივო კლაარს მანდატი ერთი წლით გაუხანგრძლივდა

25-02-2020 14:57:18 კონფლიქტები ,საგარეო პოლიტიკა

ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარს მანდატი ერთი წლით გაუხანგრძლივდა.

ორგანიზაციის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იგი ხსენებულ თანამდებობაზე 2021 წლის 28 თებერვლამდე იმუშავებს.

ტოივო კლაარი ევროკავშირის სპეცწარმომადგენლად 2017 წლის ნოემბერში დაინიშნა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები