Accentnews.ge
"ბაკურიანი ციდას" წყლით შესაძლო ინტოქსიკაციაზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო

"ბაკურიანი ციდას" წყლით შესაძლო ინტოქსიკაციაზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო

04/02/2025 11:59:09 საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო წყალი "ბაკურიანის" პროდუქტის მიღების შედეგად, მცირეწლოვანის ჰოსპიტალიზაციის საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.

სეს-ის თქმით, სააგენტოს თანამშრომელი ინსპექტორები წყლის დამფასოებელ საწარმოში არაგეგმურ ინსპექტირებას ატარებენ, რომელიც "სრულ ტექნოლოგიურ ციკლს" მოიცავს.

მანამდე კომპანია IDS ბორჯომმა განაცხადა, რომ კონკრეტული პროდუქტის პარტიის გადამოწმების შედეგად, დარღვევები არ გამოვლენილა.

"სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო შეტყობინება ბავშვის სავარაუდო წყლით - "ბაკურიანი ციდა" - ინტოქსიკაციის შესახებ.

ინფორმაციის მიღებისთანავე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მოკვლევა. სააგენტოს ინსპექტორები წყლის დამფასოებელ საწარმოში ახორციელებენ არაგეგმურ ინსპექტირებას, რომელიც მოიცავს სრულ ტექნოლოგიურ ციკლს.

ამავდროულად სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აღებულია წყლის სინჯები, რომლის ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც მყისიერად გასაჯაროვდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ფუნქციაა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნვა უვნებელი სურსათის მიწოდების გზით". - წერია სურსათის სააგენტოს განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S