კობა ხაბაზი: 5 თებერვალს სასამართლოში ვარ დაბარებული

04-02-2025 20:09:05 სამართალი

„კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი, კობა ხაბაზი სასამართლოში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ოპოზიციონერი სასამართლოში 5 თებერვალს 14:00 საათზეა დაბარებული.

„ჩამაბარეს უწყება. 5 თებერვალს 14:00 საათზე, სასამართლოში ვარ დაბარებული. უნივერსიტეტთან გზის გადაკეტვაში მდებენ ბრალს.

ისე სხვათა შორის, წარმოვიდგინე მე რომ გზის გადაკეტვისთვის მასამართლებენ, ის მოძალადეები, ლამის სასიკვდილოდ რომ მცემეს, რა დღეში ეყოლებათ, ალბათ საკნებში ჰყავთ გამომწყვდეული - მეთქი”, - წერს ხაბაზი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები