ხოშტარია: რეჟიმს უნდა ჩვენი დაბნეულობა და შიში, არც ერთი არ გავიკაროთ!

04-02-2025 21:17:45 პოლიტიკა ,ციტატა

"იმდენჯერ გადავკეტავ, რამდენჯერაც საჭიროა და ისე როგორც საჭიროა და როგორც კონსტიტუციამ განმისაზღვრა. ბიძინა არ გახდება ამ ქვეყნის კონსტიტუცია. აგერ ნახავთ!

ეხლა რეჟიმს უნდა ჩვენი დაბნეულობა და შიში. არცერთი არ გავიკაროთ!

სოლიდარობა ყველა პოლიტპატიმარს და კიდევ უფრო დიდი შემართებით ბრძოლა!",- წერს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.

შსს-მ 2 თებერვლის აქციაზე დაკავებულთაგან 8 პირი სისხლის სამართლის წესით აიყვანა. მათ 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები