05-02-2025 16:28:12 სამართალი
სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი კობა ხაბაზი, რომელსაც გზის განზრახ გადაკეტვას ედავებოდნენ, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და 500 ლარით დააჯარიმა. გარდა ამისა, მას 3 წლით იარაღის ტარების უფლებაც შეუჩერეს.
„მოვითხოვე ვიდეჩანაწერები, სადაც ჩანს ის სამი საპროტესტო მსვლელობა - ვაკის პარკიდან, მარჯანიშვილიდან და პარლამენტიდან, რადგან ჩანს, რომ არათუ ხალხი არ იყო, არამედ იქაც ვერ ვეტეოდით. მე ასევე შევთავაზე, რომ 2000 მოწმეს მივიყვანდი, ვინც იმ დღეს აქციაზე იქნებოდა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მოსამართლეს წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული. მე გამიმართლა იმაში, რომ ესენი კომუნისტების დროს არ იყვნენ, როცა ლენინის ძეგლი ჩამოვაგდე, თორემ სამუდამო პატიმრობას მომისჯიდნენ. ბრძოლა გრძელდება, საქართველოს რუსულ ჭაობში ჩაძირვისთვის ვერ გავიმეტებთ“, - განაცხადა კობა ხაბაზმა.