„უგულავას ვერდიქტი კიდევ უფრო მეტ კითხვას ბადებს და შეშფოთებას იწვევს“

25-02-2020 18:02:52 სამართალი ,საგარეო პოლიტიკა

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, ოპოზიციონერ პოლიტიკოს გიგი უგულავას ვერდიქტი "კიდევ უფრო მეტ კითხვას ბადებს".

„გიგი უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ კითხვას ბადებს და შეშფოთებას იწვევს. ვშიშობ, ის გარემოებები, რომელიც თან ახლდა ვერდიქტს კიდევ უფრო გააღრმავებს პოლიტიკურ პოლარიზაციასა და დაძაბულობას, რაც საარჩევნო რეფორმის თაობაზე დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს", – ნათქვამია ატილა მესტერჰაზის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში .

ცნობისთვის: უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალმდებელი აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ სცნო არა თანხების გაფლანგვაში, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და მას 1 წლისა და სამი თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა. სწორედ ეს გადაწყვეტილება შეცვალა უზენაესმა სასამართლომ.

ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.

ევროკავშირმა, რიგმა ევროპარლამენტარებმა, საელჩოებმა და სხვადსხვა ქვეყნის საგარეო უწყებებმა "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერის გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები