Accentnews.ge
მაკკლირი: პუტინის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქი ივანიშვილის მთავრობა სულ უფრო ავტორიტარული ხდება, ბრტანეთმა უნდა იმოქმედოს

მაკკლირი: პუტინის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქი ივანიშვილის მთავრობა სულ უფრო ავტორიტარული ხდება, ბრტანეთმა უნდა იმოქმედოს

06/02/2025 06:52:27 პოლიტიკა

საქართველოში ვითარება უარესდება. პუტინის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქი ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი მთავრობა სულ უფრო ავტორიტარული ხდება, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ლიბერალ-დემოკრატი პოლიტიკოსი ჯეიმს მაკკლირი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ დემოკრატიის მხარდამჭერ მომიტინგეებს და ჟურნალისტებს, მათ შორის ონლაინგამოცემების - „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს, მხარი უნდა დაუჭიროს.

„გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ უნდა იმოქმედოს იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს პროდემოკრატიულ მომიტინგეებს და ჟურნალისტებს, როგორიცაა ქალბატონი ამაღლობელი“, - წერს ბრიტანელი პარლამენტარი, რომელიც "ივანიშვილის დასანქცირების" მომხრეა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S