Accentnews.ge
საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

06/02/2025 08:16:00 სამართალი

სასაზღვრო პოლიციის ცნობით, საქართველოს საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს. ისინი საქართველოში შემოსვლას თურქეთიდან ცდილობდნენ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "კარწახის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე - 1986 წელს დაბადებული ე.ი. და 1994 წელს დაბადებული ბ.ს. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს.

დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი". - წერს სასაზღვრო პოლიცია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S