
"საქართველოსთვის": შესაძლოა, დიპ.ფოსტა გამოიყენება შავი ფულის გადასატანადაც
07/02/2025 07:53:35 პოლიტიკა
პარტია "საქართველოსთვის" იაპონური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება იაპონიაში საქართველოს ელჩის "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ვაჟთან შეხვედრის თაობაზე.
პარტიის განცხადებით, ეჭვი ჩნდება, რომ დიპლომატიური ფოსტა გამოიყენება პირადი მიზნებისთვის, კერძოდ სანქციებისგან ასარიდებლად, შავი ფულის გადასატანად.
"ჟურნალისტური გამოძიებიდან ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს დიპლომატიური სამსახური და დიპლომატები ჩართულები არიან ივანიშვილისა და მისი ოჯახის პირადი ინტერესების მსახურებაში.
ასევე ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადგილი აქვს დიპლომატიური ფოსტისა და დიპლომატიური იმუნიტეტის გამოყენებას პირადი მიზნებისთვის. შესაძლოა, ფოსტა გამოიყენება სანქციების თავის არიდებისა და შავი ფულის გადასატანადაც.
ეს არამარტო საქართველოს კანონმდებლობის, არამედ საერთაშორისო კონვენციების უხეში დარღევაა და დიდი დიპლომატიური სკანდალიც შეიძლება მოჰყვეს". - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
„აქ არ გახსნა“ - იაპონური მედია წერს, რომ უტა ივანიშვილს იაპონიაში ელჩმა ჩემოდანი გადასცა