Accentnews.ge
ცხინვალში უფროსკლასელთათვის ისტორიის პროპაგანდისტული სახელმძღვანელო გამოიცა, რომელშიც საქართველო მტრად, აგრესორად, ოკუპანტად, დამპყრობლადაა მოხსენიებული

ცხინვალში უფროსკლასელთათვის ისტორიის პროპაგანდისტული სახელმძღვანელო გამოიცა, რომელშიც საქართველო მტრად, აგრესორად, ოკუპანტად, დამპყრობლადაა მოხსენიებული

09/02/2025 13:00:59 კონფლიქტები

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გაიმართა ახალი წიგნის - უფროსკლასელთათვის გათვალისწინებული 330-გვერდიანი სახელმძღვანელო "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ისტორია", რომელშიც საქართველო "მტრადაა" წარმოდგენილი, ქვეყნის მმართველები - "დამპყრობლებად", "აგრესორებად", "ოკუპანტებად", ხოლო მათი ქმედებები - "ექსპანსიად", "ოკუპაციად".

ავტორების მტკიცებით, თავადებს წერეთლებსა და მაჩაბლებს ოსური ფესვები ჰქონდათ, 300 არაგველ გმირს შორის კი უმრავლესობას ოსი გლეხები წარმოადგენდნენ.

დე-გაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა სახელმძღვანელოს "მომავლისთვის საფუძვლის ჩაყრა" უწოდა, "განათლების მინისტრმა" ასლან ლოლაევმა კი განაცხადა, რომ წიგნში შეტანილია "ოსური სახელმწიფოს ისტორიის საკვანძო თემები უძველესი დროიდან დღემდე".

უკვე პირველ გვერდებზე, მაგალითად ქვის ხანის კონტექსტში აღნიშნულია, რომ "პირველი აღმოჩენები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, რომელთაც 1950-იან წლებში ზნაურის რაიონში, ცხინვალის შემოგარენსა და ჯავის რაიონში მიაკვლიეს, პალეოლითის ხანას განეკუთვნება". შემდგომში სახელმძღვანელოს თავებს "სამხრეთ ოსეთის პალეოლითი", "სამხრეთ ოსეთის მეზოლითი", "სამხრეთ ოსეთის ნეოლითი", "სამხრეთ ოსეთის ენეოლითი", "ბრინჯაოს ხანის მიღწევები" და ა.შ,. ეწოდება.

წიგნში საუბარია "კავკასიელ ალანებზე", რომლებიც მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ, მოგვიანებით კი "აყალიბებდნენ ალანურ ქალაქებს - ზილგინურს ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიაში".

სახელმძღვანელოში ნახსენებია ასევე "იბერთა მეფე ასპაგური, რომელმაც III საუკუნეში ცხინვალი დააარსა". ცხინვალის პროპაგანდა ირწმუნება, რომ ოსები საქართველოს სამხრეთში, ცხინვალის რეგიონში "ოდითგანვე სახლობდნენ, ურთიერთობდნენ იბერთა სამეფოს მემკვიდრესთან - შუა საუკუნეების საქართველოსთან, ალანია ყოველთვის უპირისპირდებოდა კავკასიისთვის მებრძოლ მსოფლიო დერჟავებს და ამ ბრძოლაში იბერია მისი მოკავშირე იყო" .

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S