ტოდ უოლტერსი: "რუსეთი NATO-ში საქართველოს გაწევრიანებას ართულებს"

26-02-2020 10:16:58 საგარეო პოლიტიკა

რუსეთი NATO-ში საქართველოს გაწევრიანებას ართულებს, – თვლის ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მეთაური ტოდ უოლტერსი.

"რუსეთი საქართველოზე გავლენას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციით, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაწევის მცდელობებით ინარჩუნებს და NATO-ში ქვეყნის გაწევრიანებას ართულებს", – ნათქვამია მის ანგარიშში.

ამასთან, გენერალი აღნიშნავს, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიაში შტატების მტკიცე პარტნიორად რჩება:

"სამხრეთ კავკასიაში საქართველო აშშ-ის მტკიცე პარტნიორად და გლობალურ უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი წვლილის შემტან ქვეყნად რჩება. იგი ავღანეთში "NATO-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიის" ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის. საქართველოდან ავღანეთში აშშ-ის ოპერაციის მხარდასაჭერად 870 ჯარისკაცის გაგზავნა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მტკიცე დადასტურებაა. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას "საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის" ფარგლებში ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესების გზით", - ნათქვამია ტოდ უოლტერსის ანგარიშში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები