ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება

11-02-2025 15:29:02 ევროპა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტარიფის დაწესებას გამოეხმაურა.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ აშშ-ის გადაწყვეტილების შესახებ, ევროპული ფოლადისა და ალუმინის ექსპორტზე ტარიფები დააწესოს. ტარიფები გადასახადებია: ცუდია ბიზნესისთვის, უარესია მომხმარებლებისთვის. ევროკავშირის წინააღმდეგ დაწესებული გაუმართლებელი ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება – ეს მკაცრ და პროპორციულ საპასუხო ზომებს გამოიწვევს“,- განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ქვეყანაში შემავალ ფოლადსა და ალუმინზე იმპორტის 25%-იანი გადასახადის დაწესებას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები