Accentnews.ge
ბათუმის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციების მონაწილე სტუდენტი ანრი კაკაბაძე პატიმრობაში დატოვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციების მონაწილე სტუდენტი ანრი კაკაბაძე პატიმრობაში დატოვა

11/02/2025 14:40:50 სამართალი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციების მონაწილე სტუდენტი ანრი კაკაბაძე პატიმრობაში დატოვა, – იუწყება "მთავარი არხი".

შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მიიღო.

"ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში პროფესორი მამუკა ჯორბენაძე და ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი 9 დეკემბერს დააკავეს, 28 იანვარს მათ სასამართლომ აღვკვეთი ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალა, თუმცა მხოლოდ პროფესორსა და 3 სტუდენტს.

რაც შეეხება ანრი კაკაბაძეს, ის პატიმრობაში დატოვა, მოტივად კი ის დაასახელა, რომ კაკაბაძე აქამდე ამავე კატეგორიის დანაშაულისთვის გირაოთი იყო გათავისუფლებული", – იუწყება "მთავარი არხი".

პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულებმა 3 დეკემბერს ჯგუფურად სცემეს ორ პირს. ყველა ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

/მთავარი ფოტო : "ბათუმელები"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S