ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა

26-02-2020 11:14:06 მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით ("COVID-19") გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 52 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა.

რაც შეეხება ინფიცირებულებს, მათი რაოდენობა დღე–ღამის განმავლობაში 406–მდე გაიზარდა. აქედან მხოლოდ 5 შემთხვევა დადასტურდა ჰუბეის პროვინციის ფარგლებს გარეთ.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2,715 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 78,064.

ქვეყნის საზღვრებს გარეთ "COVID-19"–მა 48 ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 80,970–ს მიაღწია.

ცნობისთვის: საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის რისკი მომატებულია, რის გამოც სახელმწიფო პანდემიური მზადყოფნის რეჟიმზე გადადის.

იხილეთ ასევე: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები