სამხრეთ კორეაში კორონავირუსი ჯარშიც გავრცელდა

26-02-2020 11:44:55 მსოფლიო

სამხრეთ კორეაში კორონავირუსი ("COVID-19") ჯარშიც გავრცელდა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისთვის ვირუსი ბაზებზე მყოფ 18 სამხედრო მოსამსახურეს დაუდასტურდა.

გარდა ამისა, "COVID-19" ქვეყანაში დისლოცირებულ ერთ–ერთ ამერიკელ ჯარისკაცსაც აღმოაჩნდა.

ბოლო მონაცემებით, სამხრეთ კორეაში კორონავირუსს 12 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულია 1,146.

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 52 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა.

რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობა დღე–ღამის განმავლობაში 406–მდე გაიზარდა. აქედან მხოლოდ 5 შემთხვევა დადასტურდა ჰუბეის პროვინციის ფარგლებს გარეთ.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2,715 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 78,064.

ქვეყნის საზღვრებს გარეთ, "COVID-19"–მა 48 ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 80,970–ს მიაღწია.

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის რისკი მომატებულია, რის გამოც სახელმწიფო პანდემიური მზადყოფნის რეჟიმზე გადადის.

იხილეთ ასევე: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები