Accentnews.ge
ადგურ არძინბა: „არავითარი დიალოგი საქართველოსთან, ის ჩვენი მტერია“

ადგურ არძინბა: „არავითარი დიალოგი საქართველოსთან, ის ჩვენი მტერია“

26/02/2020 07:56:53 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის ერთ–ერთი კანდიდატი, მოქმედი "ვიცე–პრემიერი" ადგურ არძინბა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან დიალოგის წინააღმდეგია. ეს პოზიცია მან დღეს დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან წინასაარჩევნო შეხვედრაზე დააფიქსირა.

„მოგეხსენებათ, რაოდენ დიდი მხარდაჭერა აქვს ჩვენს მტერს. ისინი დღე და ღამე აძლიერებენ თავის ჯარს. საქართველოსთან არანაირი დიალოგი არ უნდა იყოს. ის ჩვენი მტერია. დიალოგზე ფიქრიც კი დაუშვებელია. ჩვენ გვაქვს საკითხები, რომელშიც ერთობლივად ვმუშაობთ. მაგალითად ენერგეტიკა. არ ღირს სიჩქარე და მატარებლის წინ სირბილი. ვისთან უნდა ვაწარმოოთ დიალოგი? ხალხთან, რომელიც დილიდან დაღამებამდე წვრთნებს მართავს და წარმოსახვაში ატრიალებს სცენას, როგორ ჩამოვა აქ - სოხუმში?! აღიარონ ჩვენი დამოუკიდებლობა, ის კოლოსალური ზიანი, რომელიც ჩვენს ეკონომიკას მიაყენეს – და მაშინ ვისაუბროთ“, – აღნიშნა მან.

თბილისთან დიალოგს მხარს უჭერენ დე ფაქტო პრეზიდენტობის ოპოზიციონერ კანდიდატ ასლან ბჟანიას გუნდში.

დიალოგის მომხრეა პარტია „ერთიანი აფხაზეთის“ თავმჯდომარე სერგეი შამბაც.

ცნობისთვის: ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩვენები 22 მარტისთვისაა დაგეგმილი. ძირითადი კანდიდატები ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია, დე ფაქტო ვიცე–პრემიერი ადგურ არძინბა და შს დე ფაქტო ექს–მინისტრი ლეონიდ ძიაფშბა არიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S