Accentnews.ge
სოხუმი: "როცა რუსეთმა ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა, მან ის წაგვართვა"

სოხუმი: "როცა რუსეთმა ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა, მან ის წაგვართვა"

12/02/2025 09:45:06 კონფლიქტები

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დე-ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატთა წინასაარჩევნო სატელევიზიო დებატები იმართება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დებატების მსვლელობისას არსებული ხუთიდან ერთ-ერთმა კანდიდატმა - ადგურ ხურხუმალმა განაცხადა, რომ "როდესაც რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, მან ის აფხაზ ხალხს ფაქტობრივად, წაართვა".

"აფხაზეთისთვის დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მოვიპოვოთ ჩვენი ინტერესების პატივისცემა. რუსეთი ჩვენი მეზობელია და სტრატეგიული პარტნიორი, მაგრამ ვალდებულები ვართ, ბოლოს და ბოლოს, მივაღწიოთ ჩვენი აზრისა და ინტერესების პატივისცემას, რაც სადღეისოდ არ არსებობს. სადღეისოდ ჩვენ დამოკიდებულები ვართ მოსკოვზე. როდესაც რუსეთმა ჩვენი დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მან ის წაგვართვა. რატომ გადავეცით?!" - განაცხადა დე-ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატმა და იქვე დასძინა, რომ აფხაზეთი რუსეთთან ურთერთპატივისცემისკენ უნდა ისწრაფვოდეს.

"ჩვენ შეგვიძლია, ხალხთან ერთად წინ ვიაროთ და განვვითარდეთ, თან გავაკეთოთ ისე, რომ ისინი [რუსეთი - რედ.] პატივს გვცემდეს. ესაა დღეს მისაღწევი. პერიმეტრზე საზღვრები უნდა ჩავკეტოთ, თავად შევძლოთ საკუთარი თავის გამოკვება და დავუმტკიცოთ მსოფლიოს, რომ მის გარეშეც შეგვიძლია, გავძლოთ. აი, მაშინ გვექნება რეალური დამოუკიდებლობა და კიდევ ბევრის კეთებას ვისწავლით" - განაცხადა ხურხუმალმა.

ცნობისთვის: დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვლისთვისაა დაგეგმილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S