12-02-2025 20:15:30 კონფლიქტები ,ეკონომიკა
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთს დე-ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ "ენერგეტიკის მინიტრ" ჯანსუღ ნანბას დაავალა, "კავკასიონის" ხაზით ელენერგიის მიწოდებაზე კონტროლის დაკარგვაში დამნაშავეები დაადგინოს".
"გაკეთდა გადაყვანა საქართველოს ტერიტორიაზე აგებულ ქვესადგურზე - და დღეს აღარ გვაქვს შესაძლებლობა, გავარკვიოთ, რა გადადინებები ხორციელდება ამ ხაზით. როგორ შეიძლებოდა ამის დაშვება?! ვინ გასცა ამაზე თანხმობა?! როგორ გადაკვეთეს მათ საზღვარი?! ეს ხომ მასშტაბური სამონტაჟო სამუშაოებია და არა ხის ორ ბოძს შორის მავთულის გაქაჩვა... როგორ მოხდა, რომ ეს ხაზი თითქოს ჩვენს ბალანსზეა, მაგრამ ჩვენს დაუკითხავად ფაქტობრივად, გადის ჩვენი კონტროლიდან?" - მიმართა დე-ფაქტო მინისტრს ბგანბამ.
საპასუხოდ ნანბამ განმარტა, რომ "არ არსებნობს დოკუმენტაცია, რომელიც ჩატარებულ სამუშაოებს დაადასტურებდა და აღწერდა".
"ადრე "კავკასიონის" გადამცემი ხაზი ენგურჰესის კომპლექსის ნაწილად ირიცხებოდა, მაგრამ სადღეისოდ გაყვანილია მისი შემადგენლობიდან, რაც გვართმევს შესაძლებლობას, ტექნიკური ზეგავლენა ვიქონიოთ პროცესებზე, რომელიც ამ ხაზზე მიმდინარეოს" - აღნიშნა "მინისტრმა".
ბგანბამ გასცა ბრძანება, ჩატარდეს ხაზის დათვალიერება და გაირკვცეს, "აქვს თუ არა აფხაზეთს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში შეაჩროს ელექტროენერგიის მიწოდება იმ დრომდე, სანამ ყველაფერი აფხაზეთის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში არ იქნება მოყვანილი".
"ჩვენ პრაქტიკულად ვკარგავთ "კავკასიონს"! ვამბობთ, "ჩვენიაო", მადლობა ღმერთს, ბალანსზეა დაყენებული, მაგრამ რა და როგორ გადაედინება ამ ხაზით - წარმოდგენა არ გვაქვს. "კავკასიონის" დაკარგვას ვერ დავუშვებთ, რადგან ეს არის უზარმაზარი რეზერვი გამოსაყენებლად" - განაცხადა ბგანბამ.
ცნობისთვის: "კავკასიონის" ელექტროგადამცემი ხაზი საქართველოსა და რუსეთის ენერგოსისტემებს აკავშირებს. მისი ტრასის რამდენიმე კმ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გაივლის. ხაზი ქართულ-რუსული კომპანია "საქრუსენერგოს" საკუთრებაშია.