დავით ზალკალიანი ყირიმის ანექსიის მე–6 წლისთავს განცხადებით ეხმიანება

26-02-2020 14:13:35 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტის რანგში რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მე–6 წლისთავს ეხმიანება.

”რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან 6 წელი გავიდა. როგორც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მინდა, დავადასტურო ჩემი ცალსახა მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ გვახსოვს ყველა ვინც კონფლიქტით დაზარალდა. ყველას გვსურს, ეს კონფლიქტი დასრულდეს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია მინსკის შეთანხმებების სრულფასოვნად განხორციელება და აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება. უკვე გადაიდგა რამდენიმე ხელშემწყობი ნაბიჯი, როგორიც იყო შარშან "ნორმანდიის ფორმატში" პატიმართა გაცვლა. ევროსაბჭო კვლავაც შეშფოთებულია ყირიმში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესებული სიტუაციით, განსაკუთრებით უმცირესობებთან დაკავშირებით",- აცხადებს დავით ზალკალიანი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები