
ზურაბიშვილი: ვინც აჯარიმებს პაატა ბურჭულაძეს ის ვერ ერკვევა თუნდაც იმაში, თუ სად დგას პარლამენტის შენობა და სად ოპერის
14/02/2025 06:40:20 პოლიტიკა
"ტრაგიკომედიაა და ბევრის მთქმელი, რომ ვინც აჯარიმებს პაატა ბურჭულაძეს ის ვერ ერკვევა თუნდაც იმაში, თუ სად დგას პარლამენტის შენობა და სად ოპერის!", -ასე ეხმიანება საქართველოს მე–5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპერის მომღერალის პაატა ბურჭულაძის დაჯარიმების ფაქტს.
ცნობისთვის: პაატა ბურჭულაძე შინაგან საქმეთა სამინისტრომ "პარლამენტთან გზის გადაკეტვისთვის" 5 000 ლარით დააჯარიმა.