Accentnews.ge
ერგნეთში ბოლო თვეებში მომხდარ ინციდენტებსა და უკანონო დაკავებებზე მსჯელობენ

ერგნეთში ბოლო თვეებში მომხდარ ინციდენტებსა და უკანონო დაკავებებზე მსჯელობენ

14/02/2025 09:06:20 კონფლიქტები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში მოქმედი სამუშაო ჯგუფების 123-ე შეხვედრა მიმდინარეობს.

დღის წესრიგის მთავარი თემები კვლავ უკანონო დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაციაა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ ერგნეთის წინა შეხვედრის შემდეგ, 19 ნოემბრიდან დღემდე, დაფიქსირდა უკანონო "ბორდერიზაციის" 11 შემთხვევა. ნოემბერში - ერთი, დეკემბერში - სამი, იანვარში - ორი, თებერვალში - ხუთი.

"პროცესმა მოიცვა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტები, ძირითადად ეს დესტრუქციული ქმედება ხორციელდებოდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ და ეს იყო ღობეებისა და მავთულხლართების განახლების პროცესი", - თქვა ირაკლი ანთაძემ.

მისივე ინფორმაციით, ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში ამჟამად საქართველოს ექვსი მოქალაქე იმყოვება, მათგან ყველაზე ხანგრძლივად - გიორგი მოსიაშვილი. ის 2023 წელს საჩხერის რაიონში დააკავეს და ე.წ. საზღვრის კვეთასთან ერთად, ბრაკონიერობის ბრალდება წაუყენეს.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. მისი თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს სპეციალური წარმომადგენლები. დისკუსიებში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ისა და რუსეთის და მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები.

2009 წელს ჟენევის დისკუსიების ფარგლებში გადაწყდა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის(IPRM) შექმნა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S