"საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შესაძლებლობების ფანჯარა იხურება"

26-02-2020 14:51:18 საშინაო პოლიტიკა ,საგარეო პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, "საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შესაძლებლობების ფანჯარა იხურება“

"ძალიან ცოტა დრო დარჩა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დიალოგი შედგეს და ეს საკითხი გადაწყდეს", – განაცხადა ჰარცელმა და დასძინა, რომ შეხვედრის დრო და ადგილი ჯერ–ჯერობით უცნობია.

ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერი გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიალოგი ჩაიშალა. დღეს ცნობილი გახდა, რომ წუხელ საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ლიდერებმა ელჩებთან განუსაჯაროებელი შეხვედრა გამართეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები