ოჯახი პატიმარ დავით გუჯეჯიანის გარდაცვალებაში ციხის თანამშრომლებს ადანაშაულებს

14-02-2025 18:08:13 სამართალი

ოჯახი პატიმარ დავით გუჯეჯიანის გარდაცვალებაში ციხის თანამშრომლებს ადანაშაულებს.

დავით გუჯეჯიანი სასჯელს გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იხდიდა.

ოჯახი ამტკიცებს, რომ გუჯეჯიანს, რომელიც ეტლით გადაადგილდებოდა და ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ და მისი გარდაცვალებაც ამან გამოიწვია.

ისინი ამბობენ, რომ ფიზიკურ ძალადობას პატიმართან მიმართებით ადრეც ჰქონდა ადგილი.

„4-ში ჩვეულებრივად ვილაპარაკეთ მთელი ერთი საათი […]. 6 რიცხვში, საღამოს, მირეკავენ პენიტენციურიდან და მეუბნებიან, რომ დავით გუჯეჯიანი გადავიყვანეთ „ვივამედშიო”. რატომ, რა ხდება-მეთქი? "მორიგი გამოკვლევებიო". პირდაპირ გათიშული მიუყვანიათ, "პირდაპირ რეანიმაციაში შეიყვანესო". სავარაუდოდ, ეგრე ხდება, უკვე რომ იციან, რომ წამები და წუთები აქვს დარჩენილი, მიჰყვათ „ვივამედში”, რომ იქ გარდაცვალოს და ციხეს არ დაეწეროს”. – თქვა დედამ - სვეტლანა გუჯეჯიანმა „ტვ პირველთან”.

დავით გუჯეჯიანის ცოლის თქმით, "ხშირად ნაცემ მდგომარეობაში იყო" მისი მეუღლე, "მიუხედავად იმისა, რომ დავითი ეტლით მოსარგებლე იყო":

"ყოველთვის ვითხოვდი დახმარებას. ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატშიც იცოდნენ".

პენიტენციურ სამსახურს ჯერ განცხადება არ გაუკეთებია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები