
ევროპის საბჭოს მინისტერიალი თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება
26/02/2020 11:15:35 საგარეო პოლიტიკა
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება სტრასბურგში მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია თბილისში მაისში უნდა გამართულიყო. თუმცა ოპოზიცია და სამოქალო აქტივისტები წინასწარვე აპროტესტებდნენ ღონისძიების ფარგლებში თბილისში რუსეთის სახელისუფლებო დელეგაციის, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მოსალოდნელ ჩამოსვლას.
ადრე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ თბილისი გამონაკლისს დაუშვებდა "ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ" კანონის დამრღვევი რუსეთის მოქალაქეებისათვის და ისინი მაისში თბილისში დაუბრკოლებლად ჩამოსვლას შეძლებდნე. თუმცა მეორე დღეს განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომლის თქმით, „რუსული დელეგაციის თბილისში ვიზიტთან დაკავშირებული გადაწყვეტილება კანონის ფარგლებში იქნებოდა მიღებული“.