რუსეთში საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ომის შესახებ სიმართლის დაწერის გამო სისხლის სამართლის პირველი საქმე აღიძრა

15-02-2025 19:25:14 კონფლიქტები ,პოლიტიკა

რუსეთში 2008 წლის ომის შესახებ სიმართლის საჯარო სივრცეში გამოთქმის გამო სისხლის სამართლის პირველი საქმე აღიძრა.

პუტინის რეჟიმის სამიზნედ იქცა ჟურნალისტი, რომლის მიერ სოცქსელში განთავსებული პუბლიკაცია "ფეიქად" ჩაითვალა.

"ფეიქების შესახებ" პუტინის კანონით რუსეთში უკვე არაერთი მოქალაქეა გასამართლებული, თუმცა დღემდე ბრალდებები უკრაინაში რუსეთის ქმედებებს ეხებოდა, ამჯერად კი "ფეიქად" შეფასდა ჟურნალისტის პოსტი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის თაობაზე.

"საკუთარი დანაშაულების გასამართლებლად პუტინის რეჟიმი ცდილობს, საკუთარი დანაშაულებრივი კანონები ახლა უკვე წარსულზეც გაავრცელოს. ჩემი აზრით, ეს შემთხვევა ძალზე საინტერესოა პრეცედენტია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ იმ დროს, როდესაც რუსეთი აგრძელებს ერთ ომს (უკრაინაში), წინა ომიც (2008 წლის) ამ ომის ნაწილად აღქმება - თავად რუსეთშიც კი! სწორედ 2008 წელს საქართველოთი დაიწყეს, შემდეგ, 2014-ში ყირიმში გააგრძელეს, 20220-ში კი უკვე სრულმასშტაბიანად შეიჭრნენ უკრაინაში და ეს მათთვის - კრემლისთვის ერთი დიდი ომია. სწორედ ამას მოწმობს ჩვენი კოლეგის წინააღმდეგ აღძრული ეს საქმე - პირველი და პრეცედენტული. ხვალ კი ზუსტად ასევე მეც და რუსეთის ნებისმიერი სხვა მოქალაქეც შეიძლება, გამოცხადდეს კრიმინალად, ვინც საჯარო სივრცეში 2008 წლის ომის შესახებ სიმართლის თქმას ან დაწერას გაბედავს" - აცხადებს ამასთან დაკავშირებით ტელეკომპანია "დოჟდის" მთავარი რედაქტორი ეკატერინე კოტრიკაძე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები