ივანიშვილი კიდევ $300 მილიონით გამდიდრდა

15-02-2025 23:26:16 პოლიტიკა ,ეკონომიკა

საქართველოს არაფორმალური მმართველი, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილი წელს 300 მლნ დოლარით გამდიდრდა და Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსში ახლა უკვე $7.8 მილიარდიანი ქონებით მსოფლიოს 500 უმდიდრეს ადამიანს შორის 399-ე ადგილზეა.

წლიურ ჭრილში კი ივანიშვილი, რომელიც Bloomberg-ის ინდექსში დაფიქსირებული ერთადერთი ქართველია, წელს 1 მლრდ დოლარზე მეტითაა გამდიდრებული.

ცნობისთვის: Bloomberg-ის ინდექსი ივანიშვილის ქონებას 2013 წლიდან აფასებს. საწყისი მაჩვენებელი 6.33 მლრდ დოლარი იყო. ყველაზე დაბალ ნიშნულამდე - 4.95 მლრდ დოლარამდე იგი 2020 წელს დაეცა, რეკორდულად მაღალს კი სწორედ წელს მიაღწია.

Bloomberg-ის მონაცემებით, ივანიშვილის ქონება დივერსიფიცირებულია: 27% განთავსებულია გლობალურ აქციებში, 36% - ფიქსირებული შემოსავლის აქტივებში, 20% - ნაღდ ფულში, 12% - ალტერნატიულ საინვესტიციო ინსტრუმენტებში, 5% კი - ნედლეულის ბაზარზე. ამასთან, ივანიშვილის მფლობელობაში არსებული ხელოვნების ნიმუშების კოლექცია 1 მლრდ დოლარამდეა შეფასებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები