Accentnews.ge
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ორი მცირეწლოვანი დაიღუპა

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ორი მცირეწლოვანი დაიღუპა

15/02/2025 19:45:53 სამართალი

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე ორი მცირეწლოვანი ბავშვი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა.

გამოცემა "ბათუმელების" ცნობით, დაღუპულები 4 და 5 წლისანი იყვნენ.

მომხდარზე ინფორმაციას ავრცელებს ბათუმის მერიაც.

"უბედური შემთხვევა მოხდა ქალაქ ბათუმში, ფრ. ხალვაშის გამზირის #188-ის მიმდებარედ. წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა, საუბედუროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს ტრაგედიის ამ მძიმე წუთებში. მომხდარის დეტალებს დაადგენს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი დაწყებული გამოძიების ფარგლებში" - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S