გერმანიის ელჩი: ევროკავშირი ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ უკანონო ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს

16-02-2025 19:19:21 ევროპა ,პოლიტიკა

საქართველოში გერმანის ელჩი პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ ევროკავშირი ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ უკანონო ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

გერმანელი დიპლომატის განცხადება მთავრდება p.s.-ით, რომელშიც იგი კვლავ ახსენებს "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ ხშირად გამოყენებულ ტერმინს „დიფ სთეითი".

„მე კვლავ განვაგრძობ ცრუ მოსაზრების, (რომ – სხვათა შორის, გამოგონილი – „დიფ სთეითი“ გავლენას ახდენს ევროკავშირზე), - უარყოფას“, – წერს პეტერ ფიშერი.

ცნობისთვის: 2025 15 თებერვალს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში "საპრეზიდენტო არჩევნები" გაიმართა. დე-ფაქტო ცსკ-ის მიერ გამოცხადებული წინასწარი შედეგების მიხედვით, 15 თებერვალს გამართულ პირველ ტურში გამარჯვებისთვის აუცილებელი რაოდენობა - 50%+1 ხმა ხუთიდან ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა. ოკუპირებულ აფხაზეთში "საპრეზიდენტო არჩევნების" მეორე ტური 1 მარტს გაიმართება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები