
უილსონი: "ომის დამნაშავე პუტინი გაყალბებული არჩევნების გზით აყენებს მარიონეტებს, როგორიცაა ივანიშვილი და ლუკაშენკო"
17/02/2025 05:52:14 პოლიტიკა
"არ არსებობს "უკრაინის ომი". ეს არის რუსეთის ომი. და ომის დამნაშავე პუტინი ამას უკრაინის შიგნით აწარმოებს. გაყალბებული არჩევნების გზით ის აყენებს მარიონეტებს, როგორიცაა ივანიშვილი და ლუკაშენკო. იგივეს ცდილობს მოლდოვაში, რუმინეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში", – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, "რესპუბლიკელი" კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.