Accentnews.ge
მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის პროცესი გადაიდო

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის პროცესი გადაიდო

17/02/2025 08:59:12 სამართალი

პატიმრობაში მყოფი მედიამენეჯერის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გადაიდო.

მოსამართლე სალიხ შაინიძეს ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმე უნდა განეხილა, კერძოდ, ბათუმში, შსს-ს შენობის მიმდებარედ, ღობეზე სტიკერის "იფიცება საქართველო" გაკვრის ფაქტი. საუბარია 11 იანვრის მოვლენებზე, როდესაც პირველად დააკავეს ამაღლობელი.

მოსამართლემ თქვა, რომ ამაღლობელს დისტანციურად უნდა მიეღო პროცესში მონაწილეობა, თუმცა ვერ მოხერხდა და ამ მიზეზით აღარ გაიმართა სხდომა.

მანამდე ადვოკატებმა თქვეს, რომ სასამართლო სხდომის შესახებ ინფორმაცია ამაღლობელს და მის ადვოკატებს საერთოდ არ მიუღიათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S