Accentnews.ge
„მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის" დაფუძნდა

„მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის" დაფუძნდა

17/02/2025 14:33:18 პოლიტიკა

სხვადასხვა პროფესიის, გამოცდილებისა და ინტერესის მოქალაქეებმა ეგნატე ნინოშვილის დაბადების დღეს თბილისში, მის ძეგლთან „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ დააფუძნეს.

მოძრაობა უკვე 100-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს, მათ შორის არიან ნიკოლოზ წიქარიძე, ელენე ფასური, ვახუშტი მენაბდე, გოტა ჭანტურია, გიგა ბექაური, ლევან ლორთქიფანიძე, ალექსი ჩიღვინაძე, მაია ბარქაია, ია ერაძე, სოფო ვერძეული, ირა სილანტევა.

დამფუძნებლების თქმით, საქართველოს გადარჩენისა და განვითარების ერთადერთი სწორი გზა სოციალური დემოკრატიაა.

„ავტორიტარიზმის გაძლიერების, შიშისა და დაბნეულობის ფონზე, მოძრაობისთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიაზე, სამართლიანობაზე, თანასწორობასა და უკეთეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემაზე ღიად და უკომპრომისოდ საუბარი. მოძრაობა ამის მიღწევას არგუმენტების თანმიმდევრული გავრცელებით, ახალი წევრების მიღებით, პროტესტის მუხტის გაძლიერებითა და ახალი აქტივობების წამოწყებით გეგმავს“, - აცხადებენ დამფუძნებლები.

მათი თქმით, უახლოეს თვეებში დაგეგმილია სრულფასოვანი საპროგრამო დოკუმენტის შემუშავება. მოძრაობაში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S