Accentnews.ge
ბოკუჩავა: არ გამოვრიცხავ, რომ მათი მიზანი ყველას საპატიმროში გაშვება კი არ იყოს, არამედ, ჩვენთვის პასპორტების ჩამორთმევა

ბოკუჩავა: არ გამოვრიცხავ, რომ მათი მიზანი ყველას საპატიმროში გაშვება კი არ იყოს, არამედ, ჩვენთვის პასპორტების ჩამორთმევა

17/02/2025 14:40:15 პოლიტიკა

"არ მეშინია პატიმრობის და ეს ჩვენ გვაქვს გაცნობიერებული, ყველას, ვინც ვართ ამ ბრძოლაში. თუმცაღა მე არ გამოვრიცხავ არც იმას, რომ მათი მიზანი მაინც და მაინც ყველას საპატიმროში გაშვება კი არ იყოს, არამედ, ჩვენთვის მაგალითად, პასპორტების ჩამორთმევა, იმისთვის, რომ შემდეგ ჯერზე, როდესაც აპრილში გაიმართება საგაზაფხულო სესია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, იქ არ იყოს წარმოდგენილი ზურაბ ჭიაბერაშვილი ან თინა ბოკუჩავა",- თქვა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ.

თეა წულუკიანის თქმით, 21 თებერვალს, წინა ხელისუფლებისა და მისი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ კომისიაზე ზურაბ ჭიაბერაშვილს, ლევან გაჩეჩილაძესა და ნათია მოგელაძეს დაიბარებენ. წულუკიანი ამბობს, რომ სხდომის ძირითადი თემა 2003-2012 წლების პერიოდში საქართველოში ჩატარებული არჩევნები იქნება.

ზურაბ ჭიაბერაშვილი 2004 წელს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო. ნათია მოგელაძე აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა, ლევან გაჩეჩილაძე კი 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციური ერთობის საერთო კანდიდატი იყო.

"საგამოძიებო კომისიისთვის უნდობლობის გამოცხადების ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს კანონმდებლობა. კანონმდებლობა იცნობს მხოლოდ ერთ რამეს - როდესაც კომისია გიბარებს, მის წინაშე უნდა გამოცხადდე. [...] მოვიდნენ ღირსეულად, წავლენ კომისიიდანაც ღირსეულად. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონი არის ძალიან მკაცრი, მე ამაზე მეტს არ ვამბობ არაფერს, რომ არ გააფორმოს ვინმემ მუქარად, მაგრამ საკმარისზე მეტს კი ვამბობ იმისთვის, რომ ყველა დაფიქრდეს, ითანამშრომლებს თუ არა ჩვენს კომისიასთან. ჩვენ არ ვხუმრობთ და ცეცხლს ნურავინ გაეთამაშება",- თქვა წულუკიანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S