17-02-2025 21:12:32 პოლიტიკა
"ქართული ოცნება" გეგმავს, სისხლის სამართლის კოდექსს "სამშობლოს ღალატის მუხლი დაუმატოს. საკანონმდებლო ცვლილები პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დააანონსა.
"ჩვენი გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება, უფრო სწორი იქნება თუ ვეტყვით, აღდგება სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოიღო სისხლის სამართლის კოდექსიდან, რაც არ უნდა ვინმეს გაუკვირდეს, არ გაუკვირდეს ან სიმბოლური იყოს, ეს მოხდა, ეს გააკეთეს აგვისტოს ომამდე, 2007 წლის აპრილის თვეში", - თქვა მდინარაძემ.
მანამდე, "ქართული ოცნების" სადავო პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა.
მდინარაძემ ბრიბინგზე ასევე თქვა, რომ მედიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებული კანონებიც მიმდინარე კვირაში დაინიცრდება:
„მიმდინარე კვირაში დაინიცრდება „ფარა”-ს ამერიკული კანონი რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ. „მედიის კანონი“, რომელიც ძირითადად „ფეიკ ნიუსებს“ შეეხება და იქნება ბრიტანული მოდელის პრინციპების გათვალისწინებით მიღებული. ასევე დარეგისტრირდება იმ კანონების პირველადი ვერსიები, რომელიც შეეხება საჯარო სამსახურში უცხოური წყაროდან სარგებლის მიღების შეზღუდვას.
„ენჯეოების“ ამოღებას ყველა კანონიდან, სადაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათ სავალდებულო მონაწილეობაზეა საუბარი. „სიპების“ ხელმძღვანელების დანიშვნის გამარტივებას, ანტი-ნარკოტიკული კანონმდებლობის გამკაცრებას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, მიგრაციის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებას. ამ პროექტების საბოლო მიღებამდე რჩება თვე-ნახევარი, შესაბამისად, მოხდება საქართველოს პარლამენტში კანონპროექტების დეტალური დამუშავება“.