
ჯო უილსონი: ივანიშვილის სასტიკი რეჟიმი თავს დაესხა საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს და ყოფილ პრემიერს, საქართველო ეშვება კოშმარულ დიქტატურაში
18/02/2025 09:12:31 პოლიტიკა
ივანიშვილის სასტიკი რეჟიმი თავს დაესხა საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას. საკმარისია! საქართველო ეშვება კოშმარულ დიქტატურაში, რომელიც სრულ შესაბამისობაშია აშშ-ის მოწინააღმდეგეებთან, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ჩვენ გვჭირდება დაუყოვნებელი სანქციები და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, - წერს უილსონი.
„ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში კვერცხები ესროლეს და პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.
17 თებერვალს პარტიამ „საქართველოსთვის“ გაავრცელა განცხადება, რომ მიუნხენის კონფერენციიდან დაბრუნებისას გიორგი გახარიასა და ელგუჯა ხოკრიშვილს, აეროპორტში ივანიშვილმა ორგანიზებული „ზონდერჯგუფი“ დაახვედრა, რომლებსაც აბსოლუტური უმოქმედობით ხელი შეუწყო პოლიციამ. მოგვიანებით კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ესვრიან გიორგი გახარიას კვერცხებს.