Accentnews.ge
გახარია: წარმოიდგინეთ შეშინებული ივანიშვილის სახე, როცა ქალზე კვერცხებით თავდასხმის ბრძანებას გასცემდა

გახარია: წარმოიდგინეთ შეშინებული ივანიშვილის სახე, როცა ქალზე კვერცხებით თავდასხმის ბრძანებას გასცემდა

18/02/2025 09:17:04 პოლიტიკა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეხმაურება სალომე ზურაბიშვილისთვის აეროპორტში კვერცხების სროლის შესახებ ცნობებს მას მხარდაჭერას უცხადებს.

„წარმოიდგინეთ შეშინებული ივანიშვილი ბიძინას სახე, როდესაც ქალზე კვერცხებით თავდასხმის ბრძანებას გასცემდა და გაიხსენეთ ყოველთვის, როცა ივანიშვილი ბიძინა ღირსებაზე, სამშობლოს სიყვარულზე და ქართულ ტრადიციებზე დაგვიწყებს საუბარს“, - წერს ფეისბუკზე გიორგი გახარია.

„ჩემი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს“, - აცხადებს იგი.

„ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში კვერცხები ესროლეს და პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.

17 თებერვალს პარტიამ „საქართველოსთვის“ გაავრცელა განცხადება, რომ მიუნხენის კონფერენციიდან დაბრუნებისას გიორგი გახარიასა და ელგუჯა ხოკრიშვილს, აეროპორტში ივანიშვილმა ორგანიზებული „ზონდერჯგუფი“ დაახვედრა, რომლებსაც აბსოლუტური უმოქმედობით ხელი შეუწყო პოლიციამ. მოგვიანებით კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ესვრიან გიორგი გახარიას კვერცხებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S