Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილისთვის აეროპორტში კვერცხების სროლის ამსახველი კადრები გაავრცელეს

სალომე ზურაბიშვილისთვის აეროპორტში კვერცხების სროლის ამსახველი კადრები გაავრცელეს

18/02/2025 09:46:21 პოლიტიკა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ამჟამად პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები, საქართველოს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნებულ მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც ესროლეს. ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

ერთწუთიან ვიდეოში ჩანს, რომ პირი სალომე ზურაბიშვილს უახლოვდება, მას "მოღალატეს", "მონას" უწოდებს, შემდეგ მისი მისამართით კვერცხებს ისვრიან.

ერთი დღით ადრე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიუნხენიდან დაბრუნებულ გიორგი გახარიასაც დახვდნენ და კვერცხები ესროლეს.

გახარიამ ზურაბიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა:

„წარმოიდგინეთ შეშინებული ივანიშვილი ბიძინას სახე, როდესაც ქალზე კვერცხებით თავდასხმის ბრძანებას გასცემდა და გაიხსენეთ ყოველთვის, როცა ივანიშვილი ბიძინა ღირსებაზე, სამშობლოს სიყვარულზე და ქართულ ტრადიციებზე დაგვიწყებს საუბარს“, - წერს ფეისბუკზე გიორგი გახარია.

„ჩემი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S