Accentnews.ge
მოსკოვი მოითხოვს, ნატო-მ ბუქარესტის 2008 წლის გადაწყვეტილება ოფიციალურად გააუქმოს

მოსკოვი მოითხოვს, ნატო-მ ბუქარესტის 2008 წლის გადაწყვეტილება ოფიციალურად გააუქმოს

18/02/2025 14:18:05 პოლიტიკა

ოფიციალური მოსკოვი მოითხოვს, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა გააუქმოს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილება, რომელიც, როგორც ცნობილია, საქართველოსა და უკრაინისთვის ალიანსში გაწევრიანების დაპირებას მოიცავდა. შესაბამისი განცხადება დღეს რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გააკეთა.

უშუალოდ საქართველო მას ამ კონტექსტში ამჯერად არ უხსენებია და მხოლოდ უკრაინაზე გააკეთა აქცენტი, თუმცა როგორც ცნობილია, 2008 წელს ნატო-ს გადაწყვეტილება ერთდროულად ორივე ქვეყანას შეეხებოდა.

"ნატო-ში უკრაინის წევრობა მიუღებელია მოსკოვისთვის, მაგრამ უბრალოდ სიტყვიერი უარი წევრობაზე საკმარისი აღარაა. ახლა ჩვენთვის უკვე არასაკმარისია, ნატო-მ უარი თქვას უკრაინის ამ ეტაპზე გაწევრიანებაზე - ალიანსმა ოფიციალურად უნდა გააუქმოს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პრობლემა კვლავ გააგრძელებს ატმოსფეროს წამლვას ევრიოპულ კონტინენტზე" - განაცხადა ზახაროვამ, რომლის თქმით, "აუცილებელია, უკრაინა დაუბრუნდეს სუვერენიტეტის შსახებ 1990 წლის დეკლარაციის პოზიციას, რომლის თანახმად, იგი მუდმივად იქნებოდა ნეიტრალური და ამასთანავე, არაბირთვული სახელმწიფო".

"არც ნატო-ს წევრობა, არც "სამშვიდობო კონტინგენტის" საფარქვეშ დასავლური ჩარევა უზრუნველყოფს უკრაინას მსგავსი უსაფრთხოებით" - დასძინა მან.

ცნობისთვის: 2008 წელს, ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ ნატო-ს წევრები გახდებოდნენ, თუმცა დრო არ დაკონკრეტებულა და ქვეყნებს არც ე.წ. MAP-ი - სამოქმედო გეგმა მიუღიათ. იმავე წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოში სრულმასშტაბიანი შემოჭრა განახორციელა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S