
სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება
19/02/2025 10:07:40 პოლიტიკა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება.
შეხვედრა მის ოფისში ამ წუთებში მიმდინარეობს.
საუბარი ქვეყანაში შექმნილ ვითარებას შეეხება, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი უცხოელ ელჩებს, სავარაუდოდ, ინფორმაციას მიაწვდის იმ ფაქტის შესახებაც, როცა მიუნხენიდან დაბრუნებულს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უცნობი პირები დახვდნენ და კვერცხები ესროლეს.
სალომე ზურაბიშვილმა გენერალურ პროკურატურაში წარადგინა საჩივარი, ამასთან, წარადგინა ექიმის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ზურაბიშვილს სახის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები.
ზურაბიშვილის წარმომადგენელი ეკა ბესელია ამბობს, რომ საქმე გვაქვს მძიმე დანაშაულთან, რომელიც ეხება თავდასხმას პოლიტიკური შეხედულებების გამო.