19-02-2025 14:13:20 პოლიტიკა ,ციტატა
"გარჩევა როგორ ხდება იცი? სად აღმოჩნდება - აღმოჩნდება სასაფლაოზე, სადაც კლავენ, როგორც თქვენები კლავდნენ, თუ აღმოჩნდება დაკავების ადგილას, სადაც გამოძიების პროცედურები მიმდინარეობს. ამითი უნდა გაარჩიოთ ვინ დააკავა და როგორ დააკავა",- ასე უპასუხა სადავო პატრლამენტის წევრმა "ქართული ოცნებიდან" გია ვოლსკიმ ჟურნალისტების კითხვას, როგორ გაარჩიონ ადამიანებმა პოლიცია აკავებს, თუ კრიმინალები იტაცებენ იმ ფონზე, როდესაც შსს-ს წარმომადგენლებს არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ აქვთ.